სამანდატო კომისია განიხილავს შემოსულ ყველა დოკუმენტაციას პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე იქნება კენჭისყრა , - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
„პირველი სხდომის გახსნას სჭირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება, რომელიც გაგვაცნობს [არჩევნების] საბოლოო შედეგებს, რომელიც პრინციპში უკვე გამოქვეყნებულია. ამ პერიოდში სამანდატო კომისია განიხილავს შემოსულ ყველა დოკუმენტაციას პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე იქნება კენჭისყრა და დამტკიცდება პარლამენტის უფლებამოსილება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.