The Washington Post: ოპოზიციამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მოპარული უწოდა, თუმცა როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა დანაწევრებული ოპოზიცია და ომისადმი ქართველების შიში

The Washington Post: ოპოზიციამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მოპარული უწოდა, თუმცა როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა დანაწევრებული ოპოზიცია და ომისადმი ქართველების შიში

ოპოზიციამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მოპარული უწოდა, თუმცა როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა დანაწევრებული ოპოზიცია და ომისადმი ქართველების შიში, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დღითიდღე იზრდება იმის ალბათობა, რომ მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას განიმტკიცებს.

„წლების განმავლობაში რეგიონში გავლენის შესუსტების შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შემაკავებელი გავლენა მოახდინა მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ მიისწრაფვიან“, - ნათქვამია სტატიაში.

„ვინაიდან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, მოსკოვის სამხედრო ძალის ჩრდილი სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს შესთავაზა ბევრად უფრო ავის მომასწავებელი არჩევანი: [არჩევანია] მშვიდობასა და ომს შორის“, - აღნიშნავს The Washington Post-ი.

სტატიის ავტორის შეფასებით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს წინ წაწევისთვის, თუმცა სტატიის ავტორის მტკიცებით, „უკრაინაში ომის შემდეგ მმართველი პარტია რუსეთისკენ შემოტრიალდა“.

„ქართული ოცნება“ არ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, როგორც პრორუსული პარტია, მაგრამ ცდილობს ქვეყნის ინტერესებს მიანიჭოს პრიორიტეტი სხვადასხვა გავლენიან ძალასთან თანამშრომლობით“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ მსგავსი მიდგომა „ხშირად ტრანსფორმირდება ზოგადად პრორუსულ პოზიციაში“.

სტატიაში ნათქვამია, რომ „უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისშივე, საქართველომ მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, თუმცა საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა სანქციების დაწესებას ან მოსკოვის ზედმეტად ხმამაღლა კრიტიკას“.

„ჩვენ, როგორც მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განუცხადა The Washington Post-ს არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ მისი თქმით, აშკარაა, რომ „საზღვარგარეთ“ ოფიციალურ პირებს სურდათ საქართველოს ომში ჩათრევა.

The Washington Post-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველებს ჯერ კიდევ ახსოვთ ბოლო ომი (2008 წლის ომი რუსეთთან).

„ჭორვილისკენ მიმავალი გზა - ივანიშვილის პატარა საგვარეულო სოფელი, რომელიც დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზეა მოთავსებული - სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ გადის. რუსები სულ რამდენიმე კილომეტრში არიან. აქ [ჭორვილაში] ივანიშვილი განიხილება თითქმის სახალხო გმირად, რომელმაც ადგილობრივ თემს სახლები და გზები აუშენა“, - აღნიშნულია სტატიაში.

„მე ომის წინააღმდეგი ვარ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს მშვიდობას. ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანა იყოს ჩვენი მტერი და არც გვინდა ვიყოთ სხვისი მტერი“, - ამბობს ადგილობრივი სკოლის დირექტორი, გოგი გურძენიძე.

სტატიის ავტორის თქმით, ჭორვილაში მკაფიოა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის ორი საყრდენის მხარდაჭერა - მშვიდობა აღქმული ნეიტრალიტეტისა და საქართველოს ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზით.

„რა თქმა უნდა, მინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წინაპრების ღირსება. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი კაცი“, - ამბობს ჭორვილაში მცხოვრები მამია მაჭავარიანი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ბრიუსელს შეეძლო ზეწოლა მოეხდინა მმართველ პარტიაზე, მაგრამ ევროპელი ოფიციალური პირების პასუხი მოზომილი იყო.

„დამკვირვებლებმა აღნიშნეს რამდენიმე სერიოზული დარღვევა, თუმცა თავი შეიკავეს იმის თქმისგან, რომ არჩევნები მოპარული იყო“, - წერს The Washington Post-ი.

მარბიელი დანაწევრებული არაა მთავარი - ოპოზიციაში მხოლოდ ერთი ჭკვიანი კაცია გახარია, რომელმავ 450 ათასი ლარით აიღო 162 ატასი ხმა; დანარჩენები უტვინოები და ხარბევი არიან და შესაბამისად სხვა რა შედეგი უნდა დამდგარიყო?
ცნობისთვის არჩევნებზე ოცნებამ 16 მილიონი დახარჯა, ხაზარაძემ 9.3 მლნ, მელია-გვარამიამ 9.5 მლნ და სწორედ აქ ჩნდება კითხვა: საიდან მათ ამდენი ფული? შემთხვევით ოცნებამ ხომ არ დააფინანსა ირიბად? რატომ? მელია-გვარამიასნაირ სულელებს რომ დააფინანსებ, სხვა სულელები თავად რომ ფინანსდებიან (ლელო) სააკაშვილზე მლოცველ სექტანტებს რა ფული უშველიდათ ...ამით კი ისევ გახარია დააზარალეს, რომელსაც სულ მცირე ორჯერ მეტი უნდა აეღო, მაგრამ ამ ბალასტში გაფერმკრთალდა!
58 წუთის უკან
Gami ხოო, გახარიას ტვინი მეზვრიშვილი "ნასკებშია".
4 წუთის უკან