ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოპოზიციის მიერ საიდუმლოდ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყანა არ აინტერესებს.
„ეს არის ძალა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს თავისი ქვეყანა, ეს არის ძალა, რომელიც სულდგმულობს აგენტურული და მონური სულისკვეთებით თავიანთი პატრონების მხრიდან. ამათგან კარგს და სახელმწიფოებრივს ვერაფერს უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.