მამუკა მდინარაძე: პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებაც განაგრძობს - მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია მანდატებს არ დათმობს

მამუკა მდინარაძე: პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებაც განაგრძობს - მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია მანდატებს არ დათმობს

პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებაც განაგრძობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. ასე იქნება, პირველი სხდომის პარალელურად ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. უკვე იმდენად არასარიოზულია, ალბათ ამაზე რეაქციაც არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ. ვართ უფრო მყარად, ვიდრე 2020 წელს ვიყავით, ვართ უფრო თავისუფლები ეროვნულ, დამოუკიდებელ ქმედებებში, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამის გამხელა დღეს უკვე შეიძლება.

ამიტომ არის უფრო დაბალი და გაცილებით, შეუდარებლადაც კი დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო, მაშინ 2% იყო გაყალბებული, მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 ათას ხმაზე მეტია, მათ რომ ვკითხოთ. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს ჩვენ შეყოლა, ამიტომ არის, რომ ჩვენ ირონია შეიძლება, ხშირად არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ ირონიის გარეშე ამ საკითხებზე ვერ ვსაუბრობთ, რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.