უნდა შევწყვიტოთ ეს ბალერინობის თამაში. იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ვიძახოთ „ტროტუარზე, სკამზე არ ავიდეთ“. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.
„ახლა ჩვენ და ჩვენს თავისუფლებას შორის, ჩვენ და ჩვენს გადარჩენას შორის არის 4 000 რობოკოპი და სპეცრაზმელი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი, ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ? ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ეს ბალერინობის თამაში. იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ვიძახოთ „ტროტუარზე, სკამზე არ ავიდეთ“. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.