ლიზი თირქია ამბობს, რომ პოსტი, მის საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თავის დაზღვევის მიზნით დაწერა

ლიზი თირქია ამბობს, რომ პოსტი, მის საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თავის დაზღვევის მიზნით დაწერა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს. საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელსა და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

სამსახური სიცრუეს უწოდებს ცნობას, თითქოს თირქიას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმასა და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამომძიებლის მხრიდან მოქალაქე თირქიასთან შედგა კომუნიკაცია შესული შეტყობინების საფუძველზე, რათა ის დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე მისულიყო.

ლიზი თირქიამ სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი და განმარტა, რომ ტექსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა.

„ვახტანგ შამათავამ დამირეკა, რომ გავიგეთ, რომ პოლიციის მიერ იყავით დაკავებული, შემდგომ თქვენ შეეწინააღმდეგეთ და აღმოჩნდით მარჯანიშვილზე, „ამერიკულ ჰოსპიტალშიო“ და თქვენთან გასაუბრება გვსურს, დაკითხვაზე, რომ დაგიბაროთო. დავთანხმდი დაკითხვას, განვათავსე პოსტი იმიტომ, რომ მე არ ვიცოდი რისთვის მირეკავდით, შესაბამისად, თავი დავიზღვიე და შემდგომ უკვე მოვედი დაკითხვაზე. დაკითხვაზე, რომ მოვედი იქ გავიგე, რომ ლევან იოსელიანმა გადმოგცათ, რომ მე ვიყავი დაზარალებული და როგორც დაზარალებული ისე მცნეს მაგრამ სამწუხაროდ, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის, კი ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მაგრამ დიდად იმედი არ მაქვს, რომ ვიპოვით იმ ადამიანებს ვინც ჩემზე იძალადეს და თუ იპოვით იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოში ეს პოლიციელები ჩემს წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებას. ამოვწურე თქვენთან საუბარი“, - განაცხადა ლიზი თირქიამ.

გადამოწმების გარეშე, აქტივისტ ლიზი თირქიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ტირაჟირებას ხელი შეუწყო სალომე ზურაბიშვილმა. მან სოციალურ პლატფორმა X-ზე ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

Gami სალომეი - ეს ორღობის ჭორიკანა თიმსალ-მაკო.
5 საათის უკან