მამუკა მდინარაძე: „ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ, ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ, არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო…

მამუკა მდინარაძე: „ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ, ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ, არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება. მამუკა მდინარაძემ პოსტი სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

„ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ…

ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ…

თაღლითებს და მევახშეებს “ებრძვიან” და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ…

მოღალატეობაში ბრალს დებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ…

ვერ ბედავენ მათივე კოლეგაზე უმძიმეს თავდასხმას ამორალური უწოდონ და ჟურნალისტები ჰქვიათ…

ერთიანი საქართველოს იდეის კვალდაკვალ აფხაზს და ოსს მტერს ეძახიან…

ევროინტეგრაციის იდეის კვალდაკვალ ოჯახური ღირებულებების კანონი თუ არ გავაუქმეთ, ევროპა არ მიგვიღებსო, პროპაგანდირებენ…

ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო…

ჯაშუშებს დაუძახებ და “საშინლად სწყინთ”…

არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო…“, - წერს მდინარაძე.

Gami ამ საწყალმა ხოშტარიამ ჯანმრთელობას მიხედოს / ცინიზმის გარეშე ვწერ/, ყოველ დღე რომ სივდება. მშობლები კრეტინები ჰყავს, ქმარი?!
4 საათის უკან