დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენენ. ესაა მთავარი მათი განმსაზღვრელი. ამიტომ აცდენილი არიან ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკური ოპონირების საკითხში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მაგალითად რუსეთისთვის სანქციების დაწესება - რა პლატფორმა ჰქონდა ოპოზიციას - ევროპას, უკრაინას უნდა რომ დავუწესოთ სანქციები, ამიტომ უნდა დავუწესოთო, მიუხედავად იმისა, რომ ამით დავანგრევთ ჩვენს ქვეყანას, რახან ევროპა ამას გვეუბნება უნდა დავუწესოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა გადავაყოლოთ უცხოელების კარნახსო. ამიტომ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ოპონირების, როდესაც ჩვენს წინ სხედან უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები. სინამდვილეში მაგიდის მეორე მხარეს ქართველი ხალხის რაღაც სეგმენტის წარმომადგენლები არ გვიზის. არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო, რად მინდა მათი ემისრები საქართველოში. მათი მეორე განმსაზღვრელი კრიტერიუმი ცოდნა და კომპეტენციაა. გადახედეთ, თენგოს დონეზე და იმედზე რომაა ოპოზიცია, იქ რა კომპეტენციაზე უნდა გვქონდეს საუბარი. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ის პარტიები რომლებმაც ბარიერი გადალახეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მაგ როგორი ხელისუფლება ჰყავს ინდონეზიას, მალის, ან ბანგკადეშს? ეს თქვენდამი დამოკიდებულებით უნდა განისაზღვროს? ეს ხომ აბსურდია! ზუსტად "მტერი, მოღალატე და ჩარეცხილების" ძახილი გახდა სააკაშვილის დასასრულის დასაწყისი! ცოტა დაფიქრდით, მართლა უკანალით ხომ არ აზროვნებთ?