რუსეთის საგარეო უწყება: პოლონეთში ამერიკული ავიაბაზის გახსნა ბირთვული საფრთხის დონეს ზრდის

რუსეთის საგარეო უწყება: პოლონეთში ამერიკული ავიაბაზის გახსნა ბირთვული საფრთხის დონეს ზრდის

პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ბაზის გახსნა ბირთვული საფრთხის დონეს ზრდის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი განმარტებით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯია.

პენტაგონმა პოლონეთის ჩრდილოეთში ახალი სამხედრო ბაზა რამდენიმე დღის წინ გახსნა. ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა ქალაქ რედზიკოვოში, ბალტიის ზღვასთან ახლოს მდებარეობს.