დიღმის მასივის მეორე კვარტლის მეორე და მეოთხე კორპუსებთან, 2000 კვ.მ ფართობზე, ორი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე, საპარკე ინვენტარი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერების რეაბილიტაციის ბიუჯეტი 300 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო.