დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მისამართზე დასრულდა. დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-19 კორპუსისა და მეხუთე კვარტლის 23-ე და 24-ე ა და ბ კორპუსების მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო ატრაქციონების ადგილზე შეიცვალა დაზიანებული კაუჩუკი, მოეწყო საჩრდილობელი, დაზიანებული საპარკე ინვენტარი ახლით ჩანაცვლდა.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 123 476 ლარი გამოიყო.