ამ სიგიჟეებით და სისულელეებით დარწმუნებული ვარ, უკვე საკუთარ ამომრჩევლებს აღიზიანებენ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც ოპოზიციის აქციებს გამოეხმაურა.
„როდესაც მოტივი გაქვს, რომ აღაშფოთო შენი თანამოქალაქეები, სადაც დიდწილად მათივე ამომრჩეველიც ხვდება და ამ უაზრო აქტივიზმს არ აქვს არანაირი გამართლება, ვერაფრით ვერ ადასტურებენ რატომ ითხოვენ ამ არჩევნების გაუქმებას, თავისთავად ეს ყველაფერი მოიტანს ოპოზიციის ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას“, - აღნიშნა წილოსანმა.