ნინო წილოსანი: კოლექტიური „ნაცების“ ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნას თუ ვინმე შეუერთდება, არაფრით იქნება ამ მავნებლებსა და ბოროტმოქმედებზე უკეთესი

ნინო წილოსანი: კოლექტიური „ნაცების“ ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნას თუ ვინმე შეუერთდება, არაფრით იქნება ამ მავნებლებსა და ბოროტმოქმედებზე უკეთესი

საქართველოს ისტორიას ხშირად ახსოვს ქვეყნის შიდა მტრებს რამდენი მავნებლობა ჩაუდენიათ, ამიტომ თანამედროვე ორჯონიკიძეების გზავნილი ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის იმ შეხვედრის წინსწრებით, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სწორედ ამ შინაარსის მატარებელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილზე.

„ამ წერილში ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიტყვებია „შეჩერება“, „შეწყვეტა“, „გაყინვა“. ისინი ყველაფრის შეჩერებას და შეწყვეტას ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას გულისხმობენ. ერთადერთი, რაც შემიძლია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, კოლექტიური „ნაცების“ ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნას თუ ვინმე შეუერთდება, ან ვინმე აჰყვება, არაფრით იქნება უკეთესი ამ მავნებლებსა და ბოროტმოქმედებზე“, - აღნიშნა წილოსანმა.

რადიკალურმა ოპოზიციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა.