დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ვიჩქარე, დაასრულეს მეთქი ჩვენს საფლავებზე მოსაქმება - დავწერე ამ დღეებში. ამ ეტაპზე, წმინდანების საფლავებზე გადავიდნენ

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ვიჩქარე, დაასრულეს მეთქი ჩვენს საფლავებზე მოსაქმება - დავწერე ამ დღეებში. ამ ეტაპზე, წმინდანების საფლავებზე გადავიდნენ

ხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ გამართული აქციის მონაწილის უმსგავსო საქციელს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ამავდროულად ის აქვეყნებს ამ ფაქტის დამადასტურებელ ვიდეოს და აღნიშნავს, რომ უპრიანი იქნება ასეთი ადამიანებისთვის რაიმე ფორმით დაღის დასმა, რათა მათი ამოცნობა  საზოგადოებისთვის მარტივი გახდეს. 

ვიჩქარე. დაასრულეს მეთქი ჩვენს საფლავებზე მოსაქმება - დავწერე ამ დღეებში. ამ ეტაპზე, წმინდანების საფლავებზე გადავიდნენ. აბსოლუტური უცოდინარობით, არაადამიანური სუბსტანციური ინსტინქტებით, ოპოზიციური სპექტრის შინაარსობრივი დემონსტრირებით, სქემით: რეჟისორი, ოპერატორი, მთავარიგმირი".

იმის ახსნას, თუ ვის გაუბედა, ქართველობის რომელი გმირული განსახიერების სიმბოლოს და მის ერთგულ მეუღლეს, დაბრძანებულს წმინდა ექვთიმესთან ერთ საფლავში, ამ არსებებთან აზრი არა აქვს. მაწანწალა უპატრონო დაჩიპულ ძაღლებსაც კი, უფრო მეტი შეგნება აქვთ და მამადავითზე მე მათი ფიზიოლოგიურიგამოვლინებები" საფლავებზე არასდროს მინახავს.

ადრე პროგრესულ ევროპაში გარკვეული დანაშაულის ჩამდენ პირებს სტიგმებით განასხვავებდნენ ნორმალური ადამიანებისაგან - ალექსანდრე დიუმასმილედი" ყველას გვახსოვს. არაპროგრესულ აზიაში კიდურმოკვეთილ ადამიანში ქურდობაზე გასამართლებულის ამოცნობა შეიძლებოდა. ზოგან იძულებით კასტრაციასაც მიმართავდნენ. ჩვენი ამ არსებების რამენაირი სახით მონიშვნა/დაჩიპვა არ იქნებოდა ურიგო ამ წუთისოფელში, ხოლო ზეციურ საქართველომდე ასეთიცხოვრებით" მიღწევა მათ ძალიან გაუჭირდებათ..." -  წერს დავით ქართველიშვილი.

მარბიელი არც ერთია სწორი და არც მეორე - გვარამია, მელია, ვაშაძე, ხოშტარია, ხაზარაძე, უგულავა, ჩახდილი თვითონ არიან მოსაქმებულები - უვარგისის მიერ უადგილო ადგილას მოსაქმებულები
1 საათის უკან