კახა კალაძე: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება და წინსვლა აირჩია

კახა კალაძე: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება და წინსვლა აირჩია

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება და წინსვლა აირჩია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე მთლიანი საარჩევნო პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში წარიმართა.

„როგორც იცით, ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც სრულად დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა, შეხვედრები ეწარმოებინა და რაც მთავარია, არჩევნები მრავალპარტიული იყო, ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა. მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, წინსვლა აირჩია და რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებს. ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა გვექნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და აღმშენებლობა მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.