ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე: ვაკელებო, ხომ აიღო ყველაზე მეტი ხმა ჩვენს უბანში მაჯლაჯუნების ამ

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე: ვაკელებო, ხომ აიღო ყველაზე მეტი ხმა ჩვენს უბანში მაჯლაჯუნების ამ "სბროდმა"? ჰოდა, დაეწვიეთ ახლა შუა ვარაზისხევში შემწვარ კარტოფილზე

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ ჭავჭავაძის გამზირის და ვარაზისხევის პარალიზებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ის მიმართავს ვაკეში მაცხოვრებლებს, რომლებისგანაც ოპოზიციამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რადიკალებს ვარაზისხევში შემწვარ კარტოფილზე დაეწვიონ.

"ვაკელებო, ჯიგრებო, ხო  მიეცით ხმა ოპოზიციას? ხომ აიღო ყველაზე მეტი ხმა ჩვენს უბანში მაჯლაჯუნების ამ სბროდმა? ჰოდა დაეწვიეთ ახლა შუა ვარაზისხევში შემწვარ კარტოფილზე" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

მარბიელი სულმოკლე და ჭკუათხელი განცხადებაა; ჯერ ერთი, ვისაც მეცოცხეებისთვის (და არც ქოცებისთვის) ხმა არ მიუცია მათ რა ქნან? ვისი კარტოფილი ჭამონ? და მეორე - კანონი რომ ირღვევა და გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია ქალაქის ცენტრში ვიღაც გაბრუებული ხანიგების მიერ, ეს ვალის მოსახლეობის მოსაგვარებელია? რატომ ხელისუფლებას არ მიმართავ ჟღალო?
1 საათის უკან