თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა 

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა 

„დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. კომენტარში ექსპერტი აფასებს ოპოზიციის მცდელობას გააღვივოს ეთნიკური შუღლი ქართველებსა და ქისტებს შორის. 

თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალები იმდენად არიან თავზეხელაღებულები, რომ უკან დასახევ გზას არ ტოვებენ და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ. 

„ოპოზიცია წითელ ხაზებს კვეთს, მათთვის ყველაფერი სულერთია, სურთ მხოლოდ სისხლისღვრა და დაპირისპირება. ამისთვის არ ერიდებიან საკუთარი მიზნებისთვის ჩვენი ძმების ქისტების გამოყენებას. ჭავჭავაძის N2-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარის" უკან იმყოფება 10-მდე ქისტი პირი, რომლებიც იღებენ ალკოჰოლურ სასმელს და აცხადებენ რომ ,,მზად არიან ბრძოლისთვის და დაჯახებისთვის". დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა. ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მარბიელი ხალხის იმედზე ხართ? ხომაა კანონი და სამართალდამცავი? ევროპას თუ ეპრამჭებით, ეგეც თქვით; იქ ქუჩაზე კარავს ვინ დაადგმევინებს;
მიუშვით კანონი, მე არ ვამბობ ევროპასავით ძაღლები მიუსიოთ მომიტინგეებს, ან ამერიკასავით ტყვია დაუშინოთ, მაგრამ ... ხელისუფლებაში რომ ხართ, ეს თბილი სკამი და მაღალი შემოსავლები კი არაა, საქმე უნდა გააკეთოთ როგორც საჭიროა!!!
1 საათის უკან