მაია ბითაძე: ოპოზიციონერები საკუთარ თანამოქალაქეებს უქმნიან საშინელ დისკომფორტს. თსუ-ში მაგალითად კოლოკვიუმების კვირა იწყება, გამოცდების კვირა აქვთ ბავშვებს და უკეტავენ გზას, რომ მათ სწავლა არ გააგრძელონ

მაია ბითაძე: ოპოზიციონერები საკუთარ თანამოქალაქეებს უქმნიან საშინელ დისკომფორტს. თსუ-ში მაგალითად კოლოკვიუმების კვირა იწყება, გამოცდების კვირა აქვთ ბავშვებს და უკეტავენ გზას, რომ მათ სწავლა არ გააგრძელონ

ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ის რაც გააკეთეს შევარდნაძის დროს იმას გაიმეორებენ ახლა. ჩვენ გვახსოვს მაშინაც, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. დღეების განმავლობაში ახალგაზრდების აზვირთებული ტალღა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ დღევანდელი საქართველო რადიკალურად განსხვავდება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასვე მდგრადობის, ინფორმირების კუთხით, ეს აბსოლუტურად სხვა საქართველო და სხვა მოცემულობაა. ერთადერთ რამე, რასაც იწვევენ ეს არის არა „ქართული ოცნებისთვის“ დისკომფორტის შექმნა, არამედ საკუთარ თანამოქალაქეებს უქმნიან საშინელ დისკომფორტს.

თუნდაც სტუდენტებთან მიმართებით, თსუ-ში მაგალითად კოლოკვიუმების კვირა იწყება, გამოცდების კვირა აქვთ ბავშვებს და უკეტავენ გზას, რომ მათ სწავლა არ გააგრძელონ. ისინი აგრესიას იწვევენ საკუთარ თანამოქალაქეებში, ასე რომ კარგად დაფიქრდნენ, რომ საბოლოო ჯამში ის დიდი შავი ლაქა რა თქმა უნდა შუბლზეც აზით, ზურგზეც აზით და სულშიც აქვთ გაჟღენთილი, მაგრამ მათი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დასამარდება თუნდაც ამ სიმულაციების გამო, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ იმეორებენ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.