ისინი [ოპოზიცია] იყენებენ თავიანთ ამომრჩევლებს, ეუბნებიან წინასაარჩევნოდ, გამოდით, ხმა მოგვეცით, პარლამენტში შეგვიშვითო და მერე პარლამენტში აღარ შედიან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს.
„ახლა ეუბნებიან, ჩვენ თბილად ვიქნებით, ვიმორიგევებთ სცენაზე და თქვენ 24 საათი გაიყინეთ და კარვებში იყავითო. ამას ბუნებრივად არ დათანხმდება მათივე ამომრჩევლის უმრავლესობა, რადგან ეს ხალხი არ არის მოწოდებული ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, არამედ მოწოდებულია, რომ როგორმე აქ სიტუაცია არიონ. იციან არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობა აქვთ რადგან ფული აქვთ აღებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რადიკალური ოპოზიცია დღევანდელ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ რეგიონში ადამიანებს თანხას ჰპირდება.