წლების განმავლობაში მათი აბსოლუტური უმრავლესობისგან ვისმენთ პატრიარქის, სიწმინდეების, ეკლესიის ლანძღვა-გინებას, შესაბამისად, მათთვის არც პატრიარქია ავტორიტეტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„გუშინ ვიხილეთ ჩვენი უწმინდესის მოლოცვა. ეს ძალიან სასიამოვნოა. უწმინდესმა მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ იქნებ რამენაირად მოვახერხოთ თანამშრომლობა საქართველოსთვის. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მათ [ოპოზიციამ] პატრიარქი გაითვალისწინონ. წლების განმავლობაში მათი აბსოლუტური უმრავლესობისგან ვისმენთ პატრიარქის, სიწმინდეების, ეკლესიის ლანძღვა-გინებას, შესაბამისად, მათთვის არც პატრიარქია ავტორიტეტი“ , - აღნიშნა მაჭავარიანმა.