ბექა დავითულიანი: არჩევნები არ გაყალბებულა, რაც ეტყობა ოპოზიციის მიტინგებსაც - უმცირესობების დიქტატის ქვეშ ვერ იცხოვრებს უმრავლესობა, ამას ის დიდი შავი მელნიანი წერტილი აქვს დასმული, რაც მათ ასე ძალიან უყვართ

არჩევნები არ გაყალბებულა, შესაბამისად ეს ეტყობა მათ მიტინგებსაც. ისინი ატარებენ მიტინგებს, მაგრამ მათი მხარდაჭერების მობილიზება ვერ ხდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

„ახლა რა თქმა უნდა ფულს დახარჯავენ, ყველას წამოიყვანენ ვინც კი ჰყავთ აქტივისტი, მაგრამ ეს ვერ იქნება მასობრივი. უმცირესობების დიქტატის ქვეშ ვერ იცხოვრებს უმრავლესობა, დამთავრდა, ამას არჩევნებზე გაეცა პასუხი და ის დიდი შავი მელნიანი წერტილი აქვს დასმული, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რადიკალური ოპოზიცია დღევანდელ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ რეგიონში ადამიანებს თანხას ჰპირდება.