ადამიანი, რომელიც ყველაფერზე აიღებს ხელს, ყველანაირ ღირსებას გადაუსვამს ხაზს და თავის კოლეგას უმძიმეს შეურაცხყოფას მიაყენებს, რომელიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავს, „ნაცმოძრაობის“ სახეა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მის მიერ შესხმული შავი ლაქა არის ის ლაქა, რომლითაც შევლენ „ნაცმოძრაობის“ და მის კლასტერში შემავალი პარტიები ისტორიაში“, - აცხადებს გორდულაძე.
ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.