ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: უკვე მარგინალები არიან - როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც, გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქეთ უკვე მარგინალობა ვეღარ წავა

ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: უკვე მარგინალები არიან - როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც, გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქეთ უკვე მარგინალობა ვეღარ წავა

ისინი უკვე მარგინალები არიან. როდესაც ასეთ საქციელს სჩადიან, როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც, გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქეთ უკვე მარგინალობა ვეღარ წავა, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა.

კითხვაზე, როგორ გაგრძელდება პროცესები, შევა თუ არა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ „ეს ძნელი სათქმელია“.

„ეს გამომდინარეობს იქიდან, რა შეკვეთას მისცემენ მათ თავიანთი დამკვეთები. ბრიუსელიდან და ჯერ კიდევ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციიდან იღებენ ისინი მითითებებს და ფაქტობრივად, სწორედ ამ მითითებებით არ მონაწილეობდნენ. ელოდნენ, არჩევნების ჩატარებას და შემდეგი ქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მათ რომ ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, შესაძლოა, უფრო მეტი პროცენტი აეღოთ, ვიდრე დღეს აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს. თავად ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ამიტომ ჩვენი განსჯით, ისინი შევლენ თუ არ შევლენ, აბა მეტი რა გზა აქვთ?!“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

კითხვაზე, რომ არ შევიდენენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, მოხდება თუ არა მათი მარგინალიზაცია, გიორგობიანმა დასძინა, რომ „ისინი უკვე მარგინალები არიან“.

„როდესაც ასეთ საქციელს სჩადიან, როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც, გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქეთ უკვე მარგინალობა ვეღარ წავა“, - დასძინა გიორგობიანმა.