გიორგი შარაბიძე ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: როდესაც ხდება პერსონიფიცირებული შეტევები, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ იქ არგუმენტები არ არსებობს, ან არგუმენტების ძალიან დიდი სიმწირეა

გიორგი შარაბიძე ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: როდესაც ხდება პერსონიფიცირებული შეტევები, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ იქ არგუმენტები არ არსებობს, ან არგუმენტების ძალიან დიდი სიმწირეა

როდესაც ხდება პერსონიფიცირებული შეტევები, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ იქ არგუმენტები არ არსებობს, ან არგუმენტების ძალიან დიდი სიმწირეა, - ასე გამოეხმაურა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ცესკოში დღეს მომხდარ მოვლენებს.

მისივე თქმით, დღევანდელი ე.წ. პერფორმანსი ცესკოში ეძღვნებოდა იმას, რომ გადაფარულიყო აბსოლუტურად უსუსური მტკიცება - შეიცვალა მარკერი, დამოკლდა ჩარჩო კონვერტი და ასე შემდეგ.

„საკმაოდ ემოციური დღე იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს და ნამდვილად მიმძიმს ამ ფაქტზე საუბარი ადამიანურად, რადგან შეუძლებელია, ასეთი ფაქტი იყოს რაიმეს გამომხატველი გარდა ერთი რამისა - ეს საღებავი გადაესხა დღეს იმის დამტკიცების მცდელობას, რომ თითქოს, მარკერი გამოიცვალა არჩევნების წინ, თითქოს, ჩარჩო კონვერტი დამოკლდა ან ბიულეტენის ქაღალდის სისქე გათხელდა, როდესაც ყველაფერი კონტრაქტებითა და ფაქტებით მტკიცდება, რომ ყველაფერი პირიქით იყო. შესაბამისად, ნამდვილად ადვილია დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ხდება პერსონიფიცირებული შეტევები, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ იქ არგუმენტები არ არსებობს, ან არგუმენტების ძალიან დიდი სიმწირეა.

მგონია, რომ დღევანდელი ე.წ. პერფორმანსი ეძღვნებოდა იმას, რომ გადაფარულიყო აბსოლუტურად უსუსური მტკიცება იმისა, რომ შეიცვალა მარკერი, დამოკლდა ჩარჩო კონვერტი და ასე შემდეგ. ამიტომ, მგონია, ამას უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და სინამდვილეში ვისაც აინტერესებს და ვინც დაუკვირდება მოვლენების განვითარების ლოგიკას, მიხვდება, რომ პერსონალური თავდასხმები ჩნდება მაშინ, როდესაც არ არის არგუმენტები“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.