რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მსვლელობისას მომხდარი ინციდენტების გამო, სავარაუდოდ 2 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მსვლელობისას მომხდარი ინციდენტების გამო, სავარაუდოდ 2 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ცესკოსთან შეკრებილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში მსვლელობას მართავენ.

მსვლელობისას მოხდა რამდენიმე ინციდენტი. სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 2 მონაწილე. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და ავტომანქანების მძღოლებს შორის.

მანამდე რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ცესკოსთან იმყოფებოდნენ. სხდომის პარალელურად მართავდნენ აქციას. რამდენიმე ათეული ადამიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დილიდან შეიკრიბა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის ფაქტი მოიწონეს.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.