პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება.
„გილოცავთ!
ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა!
დღეს ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა "ქართული ოცნების" და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება,“ - წერს სოზარ სუბარი.