"მე აფხაზეთში ვარ და არსად წავსულვარ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია

"მე აფხაზეთში ვარ არსად წავსულვარ" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, თავისი მომხრეები შეკრიბა და სიტყვით მიმართა.

"დღევანდელმა მოვლენებმა ჩვენი რესპუბლიკა კიდევ ერთხელ დიდი პრობლემების წინაშე დააყენა, მაგრამ ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას. მე აფხაზეთში ვარ არსად წავსულვარ,"- განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მან ასევე მომხრეებს მოუწოდა პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

Aburjga Tasmanieli ვაცალოთ მეგობრებო ამ დიდებულ ხალხს გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში, ისე როგორც მათ ხელეწიფებათ ვერაგობით, მუხთლობით, ძალადობით, ... ვაცალოთ "სამშობლოს სიყვარული"... ვინძლო მალე, ასე 10-15 წელიწადში ამბის გამომტანიც კი აღარ დარჩეს !!!
1 თვის უკან