აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა, უკან გაიწვიოს „კანონპროექტი“, რომელმაც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა, უკან გაიწვიოს „კანონპროექტი“, რომელმაც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იმ კანონპროექტის უკან გაწვევის მომზადება დაიწყო, რომელმაც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

დე ფაქტო ადმინისტრაცია შესაბამის დოკუმენტს უკვე ამზადებს. როგორც იქ განმარტეს, გადაწყვეტილება ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მიიღეს.

სოხუმში დღეს დილიდან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს.