ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ

მომიტინგეები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისინი ე.წ. პარლამენტის შენობის პირველ სართულზე ფანჯრების გისოსებს ამტვრევენ და ასე შედიან შიგნით. სიტუაცია უკონტროლოა. ძალოვნები აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს. ისინი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომასაც ითხოვენ.

ოკუპირებულ სოხუმში ვითარება დილიდან არის დაძაბული. მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა.