შენ არ ხარ ჟურნალისტი! მე ვარ! შენ არ ხარ ჟურნალისტი!, - ამ სიტყვებით მიეჭრა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და აქტივისტი ვიკა ბუკია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც „იმედის“ კორესპონდენტი იქ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ერთ-ერთ რესპონდენტთან ინტერვიუს წერდა.
ბუკიამ ინტერვიუს ჩაშლა სცადა და „იმედის“ ჯგუფს მიმართა კითხვით, რის მიხედვით არჩევდა რესპონდენტებს. იგი ასევე შეეცადა, სხვა რესპონდენტთან ინტერვიუ „იმედს“ მისი მითითებების მიხედვით წარემართა.
„იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის იგი, ბუკიამ უპასუხა, რომ ის აქტივისტი და ჟურნალისტია.
„მოვედი, რომ შევუერთდე ამ ადამიანებს, ვუჭერ მხარს. მეკრძალება? თქვენ მიკრძალავთ? რომელიმე კითხვა არის, რომელიც თქვენ არ გიტყდებათ, რომ დასვათ? შენ არ ხარ ჟურნალისტი, მე ვარ, შენ არ ხარ ჟურნალისტი. შენ ხარ რუსი პროპაგანდისტი. შენ არ ხარ ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი, შენ არ ხარ“, - ამბობდა ბუკია „იმედის“ ჟურნალისტის მისამართით.