გიორგი ვოლსკი ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ რადიკალების აქციაზე: საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრების მიზანია, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ

გიორგი ვოლსკი ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ რადიკალების აქციაზე: საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრების მიზანია, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების სახელით გამართულ რადიკალების წარმომადგენლების აქციას ეხმაურება.

„ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ვისაც ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრება არის ერთადერთი მიზნისთვის დაგეგმილი, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ. ეს სწორედ შედეგია იმისა, რაც ბათუმის უნივერსიტეტში მოხდა. აბსოლუტურად გარეშე პირები შემოდიან და სტუდენტების სახელით ცდილობენ დესტრუქციული პროცესების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბათუმის უნივერსიტეტში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სტუდენტების სახელით აქცია გამართეს. გაირკვა, რომ სასწავლო დაწესებულების პიკეტირების უკან პარტაქტივი იდგა. კერძოდ, ნიკო მირცხულავა ნიკა გვარამიას პარტიის რიგებიდან; გიორგი ჩხაიძე და ედიშერ ჟღენტი „ნაცმოძრაობიდან“; ლუკა ნაცვლიშვილი, ქეთი პაქსაძე, ლინდა ცინცაძე და არჩილ ბერიძე - „ძლიერი საქართველო“ - „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან; მათე ცენტერაძე - გიორგი გახარიას პარტიიდან.