ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში „დეპუტატებმა“ სხდომაზე, სადაც რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება იგეგმებოდა, დღის წესრიგი არ დაამტკიცეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში „დეპუტატებმა“ სხდომაზე, სადაც რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება იგეგმებოდა, დღის წესრიგი არ დაამტკიცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, სადაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

ამასთან, ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.

„სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.