როდესაც საუბრობენ სანქციებზე, სანქციების ვის წინააღმდეგ, საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ხმა „ოცნებას“ მისცეს?! სანქციები იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებმაც არჩევნები მოიგეს?! ანუ სულ სანქციებზე ფიქრობენ და ეს სისტემა აბსოლუტურად გიჟურია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„მახსოვს, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ევროკავშირი იყო წარმატების და აყვავების ოცნება, ახლა არის სრული შანტაჟის მექანიზმი. თქვენ გააკეთეთ არჩევანი, თქვენ აირჩიეთ თქვენი მთავრობა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, ამ მთავრობასთან უნდა ვიმუშაოთ. დღეს შეიძლება „ქართული ოცნება“ იყოს, ხვალ - სხვა, მაგრამ ეს არის ხალხის არჩევანი. ევროკავშირი გახლავთ დემოკრატია და 10 დღის წინ იყო არჩევნები და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ტიერი მარიანიმ ასევე აღნიშნა, რომ მრავალი ევროპელის ოცნებაა პატივი სცენ ერებს.