თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას არანაირი გამართლება არ აქვს.
„არ არსებობს გონივრული გამართლება ისეთი კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვისთვის, როგორიცაა თურქეთი, რომელსაც დიდი ხანია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.