შეიკრიბება თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის დანიშვნის გარეშე, ეკა გიგაურმა კითხვა დღეს უპასუხოდ დატოვა

შეიკრიბება თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის დანიშვნის გარეშე, ეკა გიგაურმა კითხვა დღეს უპასუხოდ დატოვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ლეგიტიმური ვერ იქნებოდა, მმართველი გუნდის მხილების შემდეგ დეტალების განმარტებისგან თავს იკავებს. ეკა გიგაურმა კითხვა დღეს უპასუხოდ დატოვა.

„ქრონიკამ“ კითხვით მიმართა შვედეთის საელჩოს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობის დონორია და მათგან პასუხს ველოდებით. მთავრობის მეთაურმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რა წერია კონსტიტუციაში, როდის უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ და რატომ ვერ გადაფარავს პრეზიდენტის აქტი საქართველოს კონსტიტუციას.