ანონიმური წყარო სახელმწიფო დეპარტამენტიდან: საქართველოში ოპოზიციის მარცხმა ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვება კიდევ უფრო რეალური გახადა

ანონიმური წყარო სახელმწიფო დეპარტამენტიდან: საქართველოში ოპოზიციის მარცხმა ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვება კიდევ უფრო რეალური გახადა

FOR.GE სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროს პირადი კონტაქტის საშუალებით რამდენიმე წუთით გაესაუბრა.

თეთრი სახლის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კომუნიკაცია ევალება, გვეუბნება, რომ საქართველოში ოპოზიციის მარცხმა ეგრეთწოდებულდიფ სთეითს“, იგივეგლობალური ომის პარტიასგარკვეული გადაწყვეტილებების ფორსირებისკენ უბიძგა.

ჩვენი რესპოდენტი გვეუბნება, რომ საქართველოში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. ეს მოცემულობა კი მნიშვნელოვანწილად შეცვლიდა რეალობას უკრაინის ფრონტზე. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთს სამხრეთში ჯარების დიდი რაოდენობის მობილიზება დასჭირდებოდა, ამ მანევრით უკრაინას მიეცემოდა ამოსუნთქვის საშუალება, ხოლო კამალა ჰარისის ადმინისტრაცია გააგრძელებდა ომის ფორსირების მხარდაჭერას ამჯერად ორ ფრონტზე.

გეგმის ეს ნაწილი ჩავარდა, რადგან საქართველოში მოქმედმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, რომელიც კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევსდიფ სთეითსმეორე ფრონტის გახსნაზე, რის გამოც რეალურმა მმართველებმა ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გამარჯვება, უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა და დროებითი პაუზის აღება გადაწყვიტეს.

რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში, მაგრამ ანონიმური წყარო გვიდასტურებს, რომდიფ სთეითისუდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა, რამაც ფაქტობრივად, ამერიკის პრეზიდენტის ვინაობა გაარკვია.