ვაშინგტონში სამთავრობო შენობების გარშემო დამცავი ჯებირები განათავსეს

ვაშინგტონში სამთავრობო შენობების გარშემო დამცავი ჯებირები განათავსეს

ვაშინგტონში დამცავი ჯებირები განათავსეს სამთავრობო შენობების გარშემო, მათ შორის თეთრ სახლთან, კაპიტოლიუმთან, სახაზინო დეპარტამენტსა და ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

ჯებირები 2.4 მეტრის სიმაღლისაა. ასეთივე ბარიერები განთავსდა ჰოვარდის უნივერსიტეტთან, სადაც პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი დღის ბოლოს თავის საარჩევნო შტაბის წევრებთან და სპონსორებთან ერთად გადაინაცვლებს და არჩევნების პროცესს დააკვირდება. მიმდებარე ქუჩა კი ორშაბათს საღამოდან გადაიკეტა.

დამცავი ჯებირები დამონტაჟდა ასევე ფლორიდის შტატში, პალმ ბიჩის ოლქში, სადაც პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს თავის გუნდთან ერთად არჩევნების შემდგომ წვეულების გამართვა აქვს დაგეგმილი. აქაც გადაიკეტება მიმდებარე ქუჩები.

შესაძლო არეულობის გამო ვიტრინები დალუქეს „მაკდონალდსმა“ და კაფეებმა. როგორც „ფორბსი“ წერს, სამართალდამცველებს მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ აქვთ და ეს ზომები მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა.