თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე არიან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობაც როგორც სასამართლოს ეზოში, ისე, მიმდებარე ტერიტორიაზეც.
განსაკუთრებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს შსს-ს თანამშრომლებმა ბოქლომიც დაადეს.