ნინო ფოჩხუა: მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან - ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა

ნინო ფოჩხუა: მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან - ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა

მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ,  -  წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შესახებ, რომელმაც 12 უბნის საარჩევნო მონაცემები გააბათილა.

ფოჩხუას თქმით,  რადიკალური ოპოზიციის სიხარული ნაადრევია, ვინაიდან წინ სააპელაციო სასამართლოს განხილვაა. მისივე განცხადებით, ვერც მოსამართლე ხუჭუა და ვერც ქვეყნის სხვა მოღალატეები, ვერ მოახერხებენ აქციებისთვის მუხტის შეძენას.

"მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ.

ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა და დარწმუნებული ვარ ამ ცრუ გადაწყვეტილებას გააცამტვერებს.

და კიდევ, ვერც უღირსი მოსამართლე ხუჭუა და ვერც სხვა დანარჩენი ქვეყნის მოღალატე აქტორები  აქციების მუხტს ვერ აწევენ და ვერც მიაღწევენ მიზანს  ხელისუფლებაში დაბრუნების, რადგან მათ მხარეს არც ღირსებაა, არც სამშობლოს სიყვარული და რაც მთავარია არც სიმართლე." -  წერს ფოჩხუა Facebook-ზე.