დღეს ბევრს საუბრობენ, თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე, ვნახავთ, რომ 2020 წელს ეს თუ იყო 2 054 საჩივარი, წელს ჯამში 1 170 საჩივარი დაიწერა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„შეგახსენებთ, რომ საჩივრების დიდი რაოდენობა დასრულების შემდეგ დაიწერა. საინტერესოა, რომ 3 111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 ათასი კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ესეც უჩვენებს, სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.