მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც „საიას“ სარჩელი დააკმაყოფილა, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მეუღლეა. გავრცელებული ინფორმაციით მისი ცოლი, ელზა გურგენიძე აქტიურად არის ჩართული აქციებში და ოპოზიციის მსგავსად, ისიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო, მოსამართლეს თვითაცილების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა.
„ნაცაქტივს დიდი ზეიმი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც წესით და რიგით თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, თუ რა პოსტებით არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელში მისი მეუღლე და ზოგადად როგორი აქტივისტური საქმიანობით არის ის დაკავებული. მაგრამ, ეს ყველაფერი რომ გვერდზე გავწიოთ, გადაწყვეტილება ცალსახად არის მოკლებული ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას, სამართალს“, - აცხადებს გორდულაძე.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა.