გია აბაშიძე: თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა -

გია აბაშიძე: თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა - "ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მან არა კანონის ენით, არამედ, ოპოზიციურად განწყობილი მეუღლის - ელზა გურგენიძის გავლენით მიიღო.

აბაშიძის განცხადებით, "ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია.

“თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, თურმე ბიულეტენებით ხმის ფარულობა არ იყო დაცული. "ნაცსივრცეში" ის ე.წ. "გმირია". 
რასაკვირველია, მოსამართლე ხუჭუას ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, ეს ჩვეული პროცესია. 

თანდართული "სქრინები" და ვიდეო სოცქსელში ვლადიმერ ხუჭუას მეუღლის, ელზა გურგენიძის ტოქსიკური გზავნილებია და ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ ხუჭუამ კანონის ენით მიიღო გადაწყვეტილება? "ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია და ეს მოსალოდნელიც იყო, რომ მსგავსი ავაზაკობა მოხდებოდა. თუმცა, დემოკრატიული არჩევნებზე თავდასხმა მაინც ფუჭია რევანშისტებისთვის, საიდანაც არ უნდა დაარტყან დეზინფორმაციითა და მანიპულაციით  გამართულ საარჩევნო სისტემას,”-წერს გია აბაშიძე.

მერაბ.g ხმის მიცემის ფარულობა რაა, ხმის მიცემის დროს მოქალაქეს არ უყურებდეს, არ კარნახობდეს სხვა და ვიდეოთვალი არ იღებდეს მის მოქმედებას? თუ ისაა ფარულობის დარღვევა, რომ ხმის მიცემის შემდეგ მელანმა გამოჟონოს და დამნახავმა ივარაუდოს ხმა მიეცა სიის თავში მყოფ ახ, ნაცებს, ძვ ნაცებს, პატრ/ალიანსს, თუ ლელოს, თუ სიის ბოლოშო მყოფ ოცნებას, გირჩს, გახარიას, თუ კიდევ ვიღაცას 37-ე ნომრით?
ლოგიკით ფარულობის დარღვევაა, როცა ვინმე ან რამე ამომრჩევლის ნებაზე ახდენს გავლენას!
აქაც "იპოვეს"გამოსავალი მეცოცხეებმა - დილიდანვე გამოსულებმა რომ თქვეს მელანი ჟონავსო, სხვებს შეესინდათ და ოცნება მოხაზესო!!! თუ ასე იყო, იმ დღეს რატომ არ ატეხეთ ჟივილხივილი და არა 4 დღის შემდეგ?
2 კვირის უკან