ლევან ნიკოლეიშვილი: ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს ოპოზიციის მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში

ლევან ნიკოლეიშვილი: ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს ოპოზიციის მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში

ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს მათი მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციის მისამართით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„არჩევნები როგორც ჩატარდა, ეს ყველამ ნახა. მე პირადად გახლდით 10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით და უყურებდი რა სიტუაცია იყო, ადამიანები როგორ იქცეოდნენ და როგორ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ვნახეთ ეუთო/ოდირის შეფასება. 1700 საერთაშორისო დამკვირვებელი იყო ჩამოსული საქართველოში და არცერთ მათგანს არ უთქვამს რამე იმის თაობაზე, რომ ან მშვიდ ვითარებაში არ მიმდინარეობდა არჩევნები და ან რაიმე ისეთი სერიოზული გადაცდომა იყო, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს არჩევნების საბოლოო შედეგზე, ან ლეგიტიმაციაზე. ვერც მტკიცებულებები წარადგინეს და უარს ამბობენ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ არაფერ აქვთ. ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს მათი მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.