თამთა მეგრელიშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშზე:  აშკარაა, რომ ზურა გირჩის და ზოგადად ოპოზიციის მიერ გაცხადებულ ცესკოზე ზეწოლის ტაქტიკაში ეს ერთ-ერთი გეგმური ნაბიჯია

თამთა მეგრელიშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშზე:  აშკარაა, რომ ზურა გირჩის და ზოგადად ოპოზიციის მიერ გაცხადებულ ცესკოზე ზეწოლის ტაქტიკაში ეს ერთ-ერთი გეგმური ნაბიჯია

პარტიახალხის ძალისწევრი თამთა მეგრელიშვილისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსმიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომარჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა პირებმა პასუხი აგონსოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ეკა გიგაურის, რომელიცსაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსხელმძღვანელია, გამოქვეყნებული ანგარიში იდიოტიზმით იწყება.

კაპიტანმა გიგაურმა პარტია "საერთაშორისო გამჭვირვალობიდან", რომელსაც 13 წელია უცვლელად შეფობს (როტაციის პრინციპით რასაკვირველია), გამოაქვეყნა მორიგი ოპუსი "რა როლი ჰქონდა ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემაში".

აშკარაა, რომ ზურა გირჩის და ზოგადად ოპოზიციის მიერ გაცხადებულ ცესკოზე ზეწოლის ტაქტიკაში ეს ერთ-ერთი გეგმური ნაბიჯია.

არ გაუმართლა ქალბატონ ეკას და "ანალიზი" პირდაპირ იდიოტიზმით იწყება:

16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომ ფუნქციების გადანაწილება ნაცვლად კენჭისყრის დღისა, 7 დღით ადრე ჩატარდესო. ეს ტრადიციული თემაა - თურმე ეს 7 დღე საჭიროა რომ "სუსმა მოახდინოს ზეწოლა" რეგისტრატორებზე და საუბნო კომისიის ხელმძღვანელებზე. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თავად ოპოზიციის და მდიდარი ენჯეოების მეორე ბრალდებას, რომ საუბნო კომისიებში სუსის რეკომენდებულ წევრებს ირჩევენ. კანონის თანახმად კომისიის 8 წევრი ირჩევა არჩევნებამდე 30 დღით ადრე. მხოლოდ მათი რიცხვიდან შეიძლება იყვნენ კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და რეგისტრატორები.

TI თან ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები წინასწარაა სუსის მიერ შერჩეული, თან ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა აქვს მათ შორის ფუნქციები გადანაწილება კენჭისყრის დღეს განაწილდება, თუ 7 დღით ადრე, რადგან თურმე სუსმა ზეწოლა უნდა მოახდინოს ამ 7 დღეში ამ ხალხზე, რომლებიც თვითონ ოპოზიციის ვერსიით სუსმა გააგზავნა 1 თვით ადრე  კომისიის წევრებად ასარჩევად.

ისევ თენგოს ვერსიები ჯობდა, ამხანაგო კაპიტანო," - წერს თამთა მეგრელიშვილი.