თენგიზ შარმანაშვილი: რუსული საფრთხე რომ აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში, ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა და მათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ

თენგიზ შარმანაშვილი: რუსული საფრთხე რომ აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში, ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა და მათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ

„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ“ - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება.

„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ !!!!  ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ.  ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ.“-წერს შარმანაშვილი.

ლაზი ბალტიის პირელები უკვე ათვისებულნი არიან. მათ სუვერენიტეტის ნატამალი აღარ გააჩნიათ, სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები. რაც მათ უკვე დაკარგეს და თანაც იციან ვერასოდეს დაიბრუნებენ (რადგან ის "მეგობრებს" საკუთარი ხელით ჩააბარეს) და ამ დროს, ჩვენ შევინარჩუნეთ, მაშინ საკუთარი ხალხი ასეთი კოლაბორაციონობისათვის პასუხს მოსთხოვთ.
თუ ჩვენც იმავე ჭაობში აღმოვჩნდებით, (რომელსაც ისინი სამოთხედ ასაღებენ საკუთარ ხალხს და რომელიც შაბათ-კვირას ბელარუსში დარბის სანოვაგის საყიდლად), მაშინ კი იქნებიან საკუთარი ხალხისაგან დაცულები და მეგობრებისაგან ქებულნი.
აბა! როგორი ლოგიკაა!
შემოგვიტევენ აბა რას იზამენ, ჩვენს ომში ჩაბმაზე, განადგურებასა და გადაგვარებაზე გადის მაგათი ელიტის გადარჩენის გზა. იგივე და კიდევ უარესი სჭირს უკრაინის მმართველ ელიტასაც.
აი! ასეთ გარემოცვაში გვიწევს თავის გადარჩენა.
ღმერთო, დაიფარე საქართველო შინაური და გარეული დუშმანისაგან.
2 კვირის უკან