გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება

გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება

თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, გიორგი კალანდარიშვილი პროცესში ჩართულ მხარეებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

„სასაუბრო ძალიან ბევრია, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მანიპულაციური ინფორმაცია გვესმოდა. მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, პატივი ვცეთ საზოგადოებას. თუ მართლაც ჩვენი მიზანია ჭეშმარიტების, ობიექტურობის დადგენა, ასეთ შემთხვევაში მოხდეს ინსტიტუციაში, შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება და არა ასე მანიპულაციურად.

მთავარია, რა არის სიმართლე, მთავარია, რომ რეალურად ინსტიტუცია, ვენდორი კომპანია, ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარე ვართ უკიდურესად გამჭვირვალეები, ღიები, დაწყებული როგორც დაგეგმვის პროცესით, დასრულებული კენჭისყრის ადმინისტრირებით. რა თქმა უნდა, თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.