კახა კახიშვილი: პირობითად ვთქვათ, მაკრონი ზის, მუშაობს და უცებ სპეცხაზზე ეუბნებიან საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გირეკავს. იღებს ყურმილს და ეს ყვირის, წივის, ვაიმე, გვიშველეთ, რუსები შემოვიდნენ. რა განცდა ექნება ხომ?

კახა კახიშვილი: პირობითად ვთქვათ, მაკრონი ზის, მუშაობს და უცებ სპეცხაზზე ეუბნებიან საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გირეკავს. იღებს ყურმილს და ეს ყვირის, წივის, ვაიმე, გვიშველეთ, რუსები შემოვიდნენ. რა განცდა ექნება ხომ?

ამ პოლარიზებას ვუკავშირებ ქალბატონ სალომეს მოღვაწეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა.

„რეალურად, რომ ავიღოთ, ის ფლობს უმაღლეს თანამდებობას, ის არის საქართველოს პრეზიდენტი. წარმოიდგინეთ, პირობითად ვთქვათ, მაკრონი ზის, რაღაცას მუშაობს და უცებ სპეცხაზზე ეუბნებიან საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გირეკავს. იღებს ყურმილს და ეს აქედან ყვირის, წივის, რომ ვაიმე, გვიშველეთ, რუსები შემოვიდნენ. რა განცდა ექნება ხომ? რა თქმა უნდა, ბუნებრივია, აღქმა აქვს რომ რაღაც ხდება. იგივე ოპოზიციას რომ გაეკეთებინა, რასაც აკეთებდა, მაგრამ სალომეს მიკროფონი რომ არ ყოფილიყო, არანაირი ზეგავლენა არ ექნებოდა რეალურად, მაგრამ მეორეა, როდესაც ცოცხალი, მოქმედი პრეზიდენტი, ამავდროულად რომელიც პოზიციონირებს ასე თუ ისე, როგორც პროევროპული, ურეკავს პრეზიდენტებს. თავად თქვა ექვს პრეზიდენტს დავურეკეო. მოქმედი პრეზიდენტი რომ ურეკავს და ეუბნება გვიშველეთ, ხომ იცით მე საფრანგეთის ყოფილი მოქალაქე ვიყავი, მე აგერ თქვენ გემსახურებით და აქ ახლა რუსები მოდიან, რა აღქმა უნდა ჰქონდეთ.

რა თქმა უნდა, იმათ ექნებათ ნეგატივი“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.