"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან ამონარიდს ავრცელებს, რომელშიც საუბარი საქართველოს შესახებაა.
„საკვანძო წინადადება გაფართოების ანგარიშიდან: „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გამოჩენილი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისიას არ ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია“.
და კიდევ ერთი მამხილებელი, თუმცა არცთუ გასაკვირი საკვანძო წინადადება: „ასევე, საქართველომ მიაღწია უმნიშვნელო პროგრესს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ მოხსენებით განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაში“, - წერს იოზვიაკი.