ექსპერტი სომხეთიდან ზურაბიშვილის განცხადებას „სომხური კარუსელის“ შესახებ აკრიტიკებს

ექსპერტი სომხეთიდან ზურაბიშვილის განცხადებას „სომხური კარუსელის“ შესახებ აკრიტიკებს

ექსპერტი სომხეთიდან სოსი ტატიკიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გამოეხმაურა და ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა. ტატიკიანის თქმით, მას ზურაბიშვილის საუბრის ასეთი სტილი არ მოსწონს.

მისი მტკიცებით, თვით სომხეთშიც კი 2018 წლიდან უარი თქვეს ასეთი ტიპის დარღვევებზე.

„როგორც სომხური საექსპერტო საზოგადოების წევრ, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არ მომწონს სალომე ზურაბიშვილის საუბრის სტილი, რომლის თანახმადაც საქართველოში არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა. ასთ კარუსელებზე უარი ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით. საჭირო არ არის განტევების ვაცის ძებნა“, - დაწერა ტატიკიანმა სოციალურ ქსელ X-ში.

Gami დედაბერმა რუსეთთან ომში ვერ ჩაგვითრია, ახლა სომხეთთან ჩალიჩობს. სირქალა.
3 კვირის უკან