გიორგი ვაშაძე: მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს - მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ახალი არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით

გიორგი ვაშაძე: მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს - მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ახალი არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით

მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს - მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ხალხს, რომელიც გუშინდელ აქციაზე მივიდა და აღნიშნა, რომ ამით მათ მიიღეს მანდატი და ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ იბრძოლონ გამარჯვებისთვის.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა [გუშინდელ აქციაზე]. ამით ჩვენ მივიღეთ მანდატი, ლეგიტიმაცია, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს იყო სპეციალური ოპერაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ჩვენ ახლა გვაქვს ორი მიმართულება - საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს. ისვე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მერაბ.g ამ სისულელეებს დაამატეთ ლარის კურსის დაცემა, ხალხის დამშევა, ვიზების შეჩერება ... საერთაშორისო გამოძიების ნაცვლად სიქიმბაში რომ მიიღო?
3 კვირის უკან
კარლო თქვენთვის უარეს შედეგსაც მიიღებთ გაბრაზებული ხალხისგან
3 კვირის უკან
amo გ ა ი ლ ა ხ ე ბ ი !
3 კვირის უკან